ENG

მედიატორი

რევაზ დეკანოსიძე

მედიატორი
სიითი N0279
სასამართლო მედიატორი
რევაზ დეკანოსიძე - მედიატორი 2024 წლიდან.

პროფესიით იურისტი. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, დამატებით ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.

რევაზს გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

პროფესიული გამოცდილება: 2017 წლიდან დღემდე - „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატი; 2017 წელს იყო „ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორს“, ადვოკატის თანაშემწე; 2016 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის თანაშემწე.

რევაზს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.

რევაზის ძირითადი სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სამეწარმეო, სამშენებლო, უძრავი ქონების, საბანკო და შრომითი ურთიერთობები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან