ENG

მედიატორი

რობიზონ ხურცილავა

მედიატორი
სიითი N0152
სასამართლო მედიატორი
რობიზონ ხურცილავა - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პროფესიით იურისტი. ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს, სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს (მაგისტრთან გათანაბრებული).

რობიზონის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი,  სანივთო,  საოჯახო,  სამემკვიდრეო,  შრომითი,  საბანკო,  სამედიცინო დავები.

გავლილი აქვს არაერთი სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში, მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. ასევე გავლილი აქვს 80-ზე მეტი პროფესიული ტრენინგი.

2011 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2021 წლიდან არის სამოქალაქო სამართალში ბავშვთა უფლებების მიმართულებით სპეციალიზებული ადვოკატი. არის არაერთი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
უკან