ENG

მედიატორი

სანდრო ბიბილაშვილი

მედიატორი
სიითი N0011
სასამართლო მედიატორი
სანდრო (ვასილ) ბიბილაშვილი - მედიატორი 2013 წლიდან.

ამჟამად იურიდიული კომპანიის შპს „ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია“ (BGI Legal), პარტნიორი.
პროფესიით იურისტი ფლობს დუკის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრი დიპლომს; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) სამართლის მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს სამართალმცოდნეობაში.
2012 წლიდან სანდროს გავლილი აქვს დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (CEDR) ტრენინგი. არის აკრედიტებული მედიატორი. 2013 წლიდან-დღემდე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არსებული მედიაციის ცენტრის მედიატორი.
სანდროს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: კომერციული, საოჯახო, სამეზობლო და სამემკვიდრეო სამართლებრივი დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2005 წლიდან - დღემდე არის იურიდიული კომპანია შპს „ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია“ (BGI Legal), პარტნიორი (2014 წლიდან); მანამდე: დირექტორი (2011 წლიდან) და უფროსი იურისტი (2005-2011); 2002 – 2003 წწ - ერნსტ & იანგ ლიგალი (Ernst & Young Legal), იურისტის თანაშემწე; 2001 – 2001 წწ, - აშშ-ის კონგრესმენის ბერნი სენდერსის ოფისი (ბერლინგტონი, აშშ), სტაჟიორი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
 
 
უკან