ENG

მედიატორი

სერგი ჯორბენაძე

მედიატორი
სიითი N0086
სასამართლო მედიატორი
სერგი ჯორბენაძე - მედიატორი 2022 წლიდან.

სერგი ჯორბენაძე გახლავთ თსუ-ს ას. პროფესორი, სამართლის დოქტორი (თსუ), სამართლის მაგისტრი (თსუ და ბრემენის უნივერსიტეტი - LL.M.). სერგი არის 50-ზე მეტი აკადემიური ნაშრომის ავტორი. მათ შორის, 6 წიგნის (რეკლამის სამართლის, მედიასამართლის, სოციალური მედიის სამართლის, სახელშეკრულებო სამართლისა და გადახდისუუნარობის სამართლის სფეროში), სამოქალაქო კოდექსის კომენტარისა და სტატიების (ხუთ სხვადასხვა ენაზე) ავტორი. სტატიები გამოქვეყნებულია გერმანულ, ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და რუმინულს ენებზე. გერმანიაში გამოქვეყნებული აქვს 7 სტატია („ბექის“ გამომცემლობა და სხვ.).

სერგი ჯორბენაძე სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს 2013 წლიდან. იგი 10 წელზე მეტია, რაც საადვოკატო საქმიანობას ეწევა და გახლავთ იურიდიული ფირმის JG Counselors-ის მმართველი და დამფუძნებელი პარტნიორი. 2015 წლიდან იგი საქმიანობს „დავების განმხვილველი ცენტრის“ არბიტრად, სადაც მუშაობს კერძოსამართლებრივ (ბიზნეს) დავებზე. 2021 წლის 30 სექტემბრიდან სერგი ჯორბენაძე გახლავთ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, გავლილი აქვს ავტორიზაცია და იგი აღრიცხულია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში. 2021 წლიდან სერგი ჯორბენაძე გახლავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ევროსაბჭოს (COE) ექსპერტი.

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური.
უკან