ENG

მედიატორი

შალვა მხეიძე

მედიატორი
სიითი N0184
სასამართლო მედიატორი
შალვა მხეიძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად კომპანია „დელტა ინტერნეიშენალ“-ის იურისტი, „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, დამატებით ბავშვთა უფლებებისა (სამოქალაქო) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით.

პროფესიით იურისტი, ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის მაგისტრის დიპლომებს. სტუდენტობისას მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ პროფესიულ კონფერენციასა თუ ტრენინგში და არის რამდენიმე სასამართლო და მედიაციის იმიტირებული შეჯიბრის გამარჯვებული.

შალვას გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი. ასევე, 2022 წელს მან გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტირებული სასამართლო მედიატორი.

შალვა მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში. ასევე, ის გახლდათ არბიტრი საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კომერციული არბიტრაჟის მეორე ეროვნულ შეჯიბრში.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2019 – 2020 წლებში იყო პროფესორის ასისტენტი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში; 2020 წელს იყო იურისტის ასისტენტი კომპანიაში „ციფრული ინდუსტრიის აკადემია“; 2020 – 2023 წლებში მუშაობდა Legal content creator-ის პოზიციაზე იურიდიულ პლატფორმაზე - Lawformer; 2021 – 2022 წლებში იყო დასაქმებული კომპანიაში Rompetrol Georgia (KMG International) იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

შალვას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სახელშეკრულებო, კომერციული და შრომით-სამართლებრივი დავები, ისევე, როგორც სამეზობლო, საოჯახო და მემკვიდრეობით-სამართლებრივი დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან