ENG

მედიატორი

სოფიო დუღაშვილი

მედიატორი
სიითი N0019
სასამართლო მედიატორი
სოფიო დუღაშვილი - მედიატორი 2017 წლიდან.
ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სს ,,მისო ევრო კრედიტი“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი; თბილისის ღია უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს; არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.
2017 წლიდან სოფიოს გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. 2017 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სოფიოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, სახელშეკრულებო და საოჯახო დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2020 წლიდან - დღემდე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,მისო ევრო კრედიტის“ - იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი; 2011 – 2019 წწ - შპს ,,საქართველოს ლატარიის კომპანია“ - იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2019 წლიდან დღემდე - თბილისის ღია უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2012 - 2016 წწ - სახელმწიფო შპს ,,ანაკლია“ - ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიულ საკითხთა მენეჯერი. 2013 – 2014 წწ - გაეროს განვითარების პროგრამა “UNDP” - პროექტის სამართლებრივი კონსულტანტი; 2009 - 2011 წწ - შპს ,,ენერჯი სერვისი“ მთავარი იურისტი; 2008 - 2009 - შპს ,,ნიუ ენერჯი“ იურისტი; 2006 - 2008 წწ - საქართველოს სპარალამენტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - მოწვეული სპეციალისტი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
უკან