სოფ(ი)ო ნემსაძე - მედიატორი 2024 წლიდან
პროფესიით იურისტი, 2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით – სამართალმცოდნეობა, წარჩინებით;
არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი.
2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციით, მოგვიანებით 2020 წლიდან გახდა ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზირებული ადვოკატი.
2023 წელს გაიარა RESOLVE-ის მიერ ჩატარებული 62 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტირებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2019/2022 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი .
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2000 წლიდან - დღემდე არის პრაქტიკოსი იურისტი და მოქმედი ადვოკატი. სამართლებრივ დახმარებას დ აიურიდიულ მომსახურებას უწევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.
იგი წლების განმავლობაში იყო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში - სასამართლო დავების წარმოების მიმართულებით იურისტი, მაღაზიათა ქსელ შპს „სუფთა სახლის“, საკაბელო ტელევიზია შპს „აიეტის“, სადისტრიბუციო კოპანია შპს „შარმ ტრეიდინგის“, შპს „კულინარტის“ (ჟურნალი „კულინარტი”, “XII”, “Georgia too see”) - იურისტი.
სოფიოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდერეო, შრომითი, სამშნებლო, საბანკო, ინტელექტუალური საკუთრების და ბიზნეს დავები.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული