ENG

მედიატორი

სოფიო უგრეხელიძე

მედიატორი
სიითი N0134
სასამართლო მედიატორი
სოფიო უგრეხელიძე - მედიატორი 2022 წლიდან

პროფესიით იურისტი. ამჟამად, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის უფროსის მოადგილე. დაამთავრა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ასევე ფლობს პრაღის კარლის უნივერსიტეტის ევროპისა და ჩეხეთის ბიზნეს სამართლის პროგრამის მაგისტრის დიპლომს.

სოფიომ გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ, ასევე ტრენინგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა (NACDR) და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის“ ფარგლებში. ამასთან, გაიარა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.  გავლილი აქვს მედიაციასა და კონფლიქტების რეგულირებასთან დაკავშირებული ტრენინგები სხვადასხვა უცხოელი ექსპერტების ხელმძღვანელობით.
 
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო უწყებებში მუშაობასა და სტაჟირებას, მათ შორის, 2008-2009წლები -  სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2011 წლები - თბილისის სააღსრულებო ბიურო, 2011-2012 წლები - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2014-2017 წლები - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, 2017-2018 წლები - შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან