ENG

მედიატორი

სოფიო ყუბანეიშვილი

მედიატორი
სიითი N0233
სასამართლო მედიატორი
სოფიო ყუბანეიშვილი - მედიატორი 2023 წლიდან.

ამჟამად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზირებული ადვოკატი.

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა, კვალიფიკაცია - იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული).

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2013-2015 წლებში გახლდათ ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატი, 2015-2019 წლებში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, 2019-2020 წლებში შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ იურიდიული და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი, ხოლო 2020 წლის ივლისიდან დღემდე - შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი. 2022 წლის მარტის თვიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იმერეთის რეგიონული კომიტეტის - სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან დღემდე შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის წევრი.

რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას: 2015 წლიდან დღემდე გახლავთ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი. ასევე, 2017 წლიდან - დღემდე არის შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და 2019 წლიდან - დღემდე შპს საქართველოს იურისტთა სკოლის ქუთაისის ფილიალის სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსის ტრენერი.

2016-2017 წელს გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი „სამედიცინო დავების განხილვის პრობლემური საკითხებში“, ტრენერთა ტრენინგი „სწავლების მეთოდოლოგიაში“ და ტრენერთა ტრენინგი „ადმინისტრაციული სამართალში“. 2018 წელს გავლილი აქვს სპეციალიზაციის კურსი – „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე“, ხოლო 2019 წელს სპეციალიზაცია „მედიაციაში“. აგრეთვე, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ კურსები როგორიცაა „ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების მართვა“, „ვადები და ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში“, „გარიგებები, საცილო გარიგებები“, „ბავშვთა უფლებები“, „შრომის სამართლის აქტუალურ საკითხები“ და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.

სოფიოს სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, საბანკო, სანივთო, საოჯახო, სამეზობლო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, შრომითი, სამედიცინო დავები.

სამუშაო ენა: ქართული
უკან