სოფო ხუჭუა - მედიატორი 2023 წლიდან
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობების მენეჯერია და ასევე, შრომითი ურთიერთობების კონსულტანტი. სოფო ხუჭუას საჯარო და კერძო სექტორში დამოუკიდებელ იურისტად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.
სოფოს აქვს უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით და არის საჯარო მმართველობის დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე კვლევა და არის საერთაშორისო პუბლიკაციების ავტორი. სოფო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ამავე ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრია.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.