ENG

მედიატორი

თამარ ერგემლიძე

მედიატორი
სიითი N0144
სასამართლო მედიატორი
თამარ ერგემლიძე - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე; ააიპ ,,საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს; კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს.

2021 წლიდან თამარს გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისაგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი. 2022 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თამარის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: შრომითი და მემკვიდრეობითი დავები.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2022 წლის მაისიდან - დღემდე არის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2017-2022წწ კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში. 2013-2017წწ კონსულტანტი, 2011-2013წწ სპეციალისტი, ხოლო 2009-2011წწ უმცროსი კონსულტანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში. 2016-2018წწ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ). 2016 წლიდან არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ აკრედიტებულლი ტრენერი.

2018წ (2 თვე) ადვოკატის ასისტენტი ბაუმაისტერი-როზინგის საადვოკატო ბიუროში (ბერლინი); 2017წ (1 თვე) ჰოსპიტანტი ნიურნბერგის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა და შრომითი დავების განმხილველ სასამართლოში; 2015წ (5 თვე) პრაქტიკანტი გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგი); 2013წ (1 თვე) ჰოსპიტანტი კილის სამხარეო სასამართლოში (სასამართლო მედიაციის განხრით).

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული.
უკან