ENG

მედიატორი

თამარ იოსელიანი

მედიატორი
სიითი N0155
სასამართლო მედიატორი
თამარ იოსელიანი - მედიატორი 2023 წლიდან.


ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის  მოსამართლის თანაშემწე - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.


 
პროფესიით იურისტი, ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის (კერძო სამართალი) მაგისტრის ხარისხს.

 

2022 წლიდან თამარს გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისაგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი. 2023 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი.


 
თამარის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: კომერციული, საავტორო, შრომითი,საოჯახო, ვალდებულებითი და მემკვიდრეობითი დავები.

 


რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2010 წლის მაისიდან - დღემდე არის ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მოსამართლის თანაშემწე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2008-2009წწ. სასამართლო სხდომის მდივანი.

 

გავლილი აქვს არა ერთი ტრენინიგი და სასწავლო კურსი, მათ შორის: WIPO - COPYRIGHT AND RELATED RIGHTS;  Council of Europe - HELP – მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ქალთათვის; The CEELI Institute -Digital Justice in Central and Eastern Europe – achieving Transparency, Accountability and Fairness;EU4Justice - მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა; ასევე, ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა - საერთო სპეციალიზაციით.

 

სამუშაო ენა: ქართული.

უკან