თამარ ლუკავა - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის იურისტების კოორდინატორი, იურისტი.
თამარი 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია საერთო სპეციალიზაციით, დამატებითი სპეციალიზაციით - არასრულწლოვანთა მასრთლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები (სამოქალოქო) ასევე არის მენტორი ადვოკატი.
თამარმა 2023 წლის მაისის თვეში წარმატებით გაიარა სსიპ მედიატორთა ასოციაციის მიერ, აკრედიტებული ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგი.
თამარის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის : საოჯახო, საკუთრების, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, სამედიცინო, სანივთო, შრომითი სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების საქმეები.
თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროფესიულ ტრენინგში და კონფერენციაში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ,თამარი ატარებს ტრენინგებს ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების, ადრეული ქორწინების, გენდერული დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების საკითხებზე. თამარი 2013 წლიდან 2016 წლამდე იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი/ადვოკატი, ხოლო 2016 წლიდან 2018 წლამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის ოფისის კოორდინატორი.
სამუშაო ენა : ქართული.