ENG

მედიატორი

თამარ რუბაშვილი

მედიატორი
სიითი N0093
სასამართლო მედიატორი
თამარ რუბაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის იურისტი. პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს; ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 2017 წლიდან თამარი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA)  წევრი და ადვოკატი.
 
თამარს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (80 სთ), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა  (NCADR) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ. ამასთან,  თამარმა წარმატებით გაიარა ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის”  სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

2020-2021წ. თამარმა გაიარა საქართველოს სამართლის ინსტიტუტის სასერტიფიკატო პროგრამა ,,საერთაშორისო ბიზნესის სამართლის იურისტი“; 2020 წ. - მედიაციის  სასერტიფიკატო ტრენინგი; 2019 წ. ტრენინგი - „გუნდის მშენებლობა“ (Team building); 2016 წ. – ტრენინგი ,,ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; 2016 წ. - ტრენინგი  „ლიდერობა და გუნდის მუშაობა“; 2014 წ. - ტრენინგი ,,ეკონომიკის სამართალი“; 2014 წ. - ტრენინგი კრიმინოლოგიაში; 2013 წ. - ტრენინგი ,,სანოტარო მედიაცია“.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას:2020 წლიდან - დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;2016 წლიდან - დღემდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის იურისტი; 2014 – 2016 წ. სამშენებლო კომპანია შპს ,,ქართლის“ იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან