თამარ ხუბულური - მედიატორი 2025 წლიდან
ამჟამად სამოქალაქო-ადმინისტრაციული სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ამავე ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკის ხელმძღვანელი.
პროფესიით იურისტი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხს.
თამარს გავლილი აქვს ADREE Dispute Resolution Centre მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი. წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.
თამარის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, შრომის სამართალი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2007 წლიდან დღემდე დააგროვა როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სექტორში სამუშაო გამოცდილება. 2011 წლიდან დაკავებულია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის განვითარებით, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის სხვადასხვა პოზიციაზე, არის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ტრენერი, 2016 წლიდან ეწევა უწყვეტად აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა - კერძო და საჯარო უნივერსიტეტში. თამარი არის პროფესიული პუბლიკაციების, სტატიების ავტორი/თანაავტორი, რომელთა შორისაა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის მომზადებული გზაკმვლევი დისციპლინურ წარმოებაში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.