თათია ფირაშვილი - მედიატორი 2024 წლიდან
ამჟამად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომრაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურისტი. ენერგეტიკული მარეგულირებლების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის წევრი, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ტრენერი.
პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მაგისტრის დიპლომს.
2023 წელს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (TSU) და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) 60 საათიანი მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2021 წლიდან - დღემდე ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ტრენერი. 2020 წლიდან - დღემდე ენერგეტიკული მარეგულირებლების რეგიონალური ასოციაცია (ERRA), მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის წევრი. 2016 წლიდან - დღემდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, იურისტი. 2014 - 2016 წწ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, იურისტი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.