თეა ნადიბაიძე - მედიატორი 2025 წლიდან
იურისტი 12+ წლიანი გამოცდილებით, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობას.
იურისტი 12+ წლიანი გამოცდილებით, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობას.
პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში სტაჟიორის პოზიციაზე. 2012–2013 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასევე სტაჟიორის პოზიციაზე. 2014–2022 წლებში საქმიანობას გააგრძელა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, თავდაპირველად სხდომის მდივნის, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე.
2022 წელს დაიწყო მუშაობა სსიპ სახელმწიფოზე ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში რეგიონალურ იურისტად, ხოლო იმავე წლიდან დღემდე საქმიანობას აგრძელებს სს „კრედო ბანკში“ რეგიონალური იურისტის პოზიციაზე.
ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის (წარჩინებით). 2023–2024 წლებში გაიარა სწავლება Chicago-Kent College of Law-ში (LL.M. პროგრამის ფარგლებში). დამატებით აქვს გავლილი არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, მათ შორის მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა (2018), ევროპის საბჭოს HELP პროგრამა და სხვა.
ჩაბარებული აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა (2009), ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2021), ასევე დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით (2024). თეა ნადიბაიძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 10851). გარდა ამისა, 2024–2025 წლებში წარმატებით გაიარა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სამსაფეხურიანი საგამოცდო პროგრამა.
სამუშაო ენები: ქართული,ინგლისური
სამუშაო ენები: ქართული,ინგლისური