ENG

მედიატორი

თეა შავდათუაშვილი

მედიატორი
სიითი N0224
სასამართლო მედიატორი
თეა შავდათუაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან 

ამჟამად, შპს „გალერია თბილისის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2009 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
 
პროფესიით იურისტი, ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს; ასევე, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს. თეა აგრეთვე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხს;
 
თეას გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისაგან აკრედიტებული მედიატორთა 60 საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა. დამატებით, თეამ სრულად გაიარა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა. 
 
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2016 წლიდან დღემდე დასაქმებულია შპს „გალერია თბილისში“, პოზიცია: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; სხვადასხვა დროს უმუშავია:სს „ტერაბანკში“ შესაბამისობის და იურიდიულ ოფიცრად;შპს „თეისთ სნეკსა“ და შპს „პრაიმ მარკეტ გრუპში“ კორპორატიულ იურიდიულ მრჩევლად;ასევე იურისტად შპს „ჯეოსტარში“, პარალიგალად BGI Legal-ში და აღმასრულებელ თანაშემწედ EY-ში.      
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული.
უკან