ENG

მედიატორი

თეონა მაღრაძე

მედიატორი
სიითი N0188
სასამართლო მედიატორი
თეონა მაღრაძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად იურიდიული კომპანია „ბიელსის“ (BLC Law Office) იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო (სამოქალაქო/ადმინისტრაციული/სისხლის სამართალი), ბავშვთა უფლებებისა (სამოქალაქო) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის მიმართულებით.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხსა და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს კერძო სამართლის მიმართულებით. 2018-2019 წლებში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთში. 2020 წელს მოიპოვა რენი 1 უნივერსიტეტის Erasmus + MIC სტიპენდია (რენი, საფრანგეთი).

თეონას გავლილი აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლისა (Harvard Law School) და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი 12 კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამა საავტორო სამართალში (CopyrightX)და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის (GAA) მიერ ორგანიზებული არბიტრის საკვალიფიკაციო კურსის I მოდული.

2021 წელს თეონას გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი. ამასთან, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თეონა მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში, მათ შორის, ჰუგო ზინსჰაიმერის სახელობის ევროკავშირის შრომის სამართლის იმიტირებულ პროცესში (Hugo Sinzheimer Moot Court Competition in European Labour Law).

თეონა სხვადასხვა დროს მუშაობდა და სტაჟირებას გადიოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიასა და  იურიდიულ კომპანია „მაკგილში“ (McGill). 2021-2022 წლებში თეონა გახლდათ საქართველოს რაგბის კავშირის სააპელაციო კომისიის წევრი.
თეონას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, შრომითი და სახელშეკრულებო.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან