ENG

მედიატორი

თინათინ რამიშვილი

მედიატორი
სიითი N0087
სასამართლო მედიატორი
თინათინ რამიშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

ამჟამად პოლიტიკის ანალიტიკოსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში; ტრენერი - „საჯარო პოლიტიკის ანალიზი, მონიტორინგი და შეფასება“. პროფესიით იურისტი. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს.

2020 წლიდან თინათინს გავლილი აქვს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული მედიაციის 80 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი, დაფუძნებული ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულთან.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, წარმატებით გაიარა შემდეგი პროგრამები: „კარგი მმართველობა“ - გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოება (DGAP) და რობერტ ბოშის ფონდი (2018-2019 წწ.); ,,საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) (2018-2019 წწ.). 2015 წლიდან დღემდე დასაქმებულია საჯარო სექტორში საჯარო პოლიტიკის ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით; 2019 – 2020 წწ. - ადგილობრივი ექსპერტი, ტრენერი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) პროქტის ფარგლებში; 2016 წლიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი; 2014-2016 წწ. - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ვიცე პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში; 2015-2016 წწ. - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის „გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური წყაროების დაცვა“ აკადემიური კოორდინატორი; 2014-2015 წწ. - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის „სოციალური უფლებების დაცვა“ - მკვლევარი.

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური.
უკან