ENG

მედიატორი

თინათინ უკლება

მედიატორი
სიითი N0349
სასამართლო მედიატორი
თინათინ უკლება - მედიატორი 2025 წლიდან

პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი. ამჟამად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი.

მას აქვს იუსტიციის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, 2011 წლიდან იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე.

2023 წელს თინათინს გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ამასთან, გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის ეფექტიანი კომუნიკაციისა და რთული სიტუაციების მართვის, მოლაპარაკების ტექნიკების, ბავშვთა უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.

მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია: სააღსრულებო სამართალი; საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობითი სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.

სამუშაო ენები: ქართული; ინგლისური; რუსული
უკან