ENG

მედიატორი

უჩა ძიმისტარიშვილი

მედიატორი
სიითი N0305
სასამართლო მედიატორი
უჩა ძიმისტარიშვილი - მედიატორი 2024 წლიდან 

უჩა ძიმისტარიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და ამავე უნივერსიტეტში იკავებს აკადემიურ თანამდებობას. 10 წელზე მეტია არის ლექტორი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
 
უჩა ძიმისტარიშვილი არის იურიდიული კომპანია - ტექლოუ საქართველოს პარტნიორი. მას აქვს 15 წელზე ხანგრძლივი იურიდიული პრაქტიკა. სხვადასხვა ეტაპზე ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების და საფინანსო ინსტიტუტების პროექტების კონსულტანტი და ექსპერტი.
 
უჩა ძიმისტარიშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ასევე, აქვს ბავშვთა უფლებების სპეციალიზაცია.
 
უჩა ძიმისტარიშვილის სპეციალიზაცია მოიცავს ბიზნეს სამართლის, საგადასახადო სამართლის, შრომის სამართლის, საფინანსო სამართლის, საინვესტიციო სამართლის, სამშენებლო სამართლის და კერძო სამართლის სხვა მიმართულებებს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
უკან