ENG

მედიატორი

ვაჟა ჯაოშვილი

მედიატორი
სიითი N0054
სასამართლო მედიატორი

ვაჟა ჯაოშვილი -  მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატი, სამოქალაქო სპეციალიზაციით; მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი; შპს ,,საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“  იურისტი;  შპს ,,მზეს“  იურისტი.

პროფესიით იურისტი ფლობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს.

2019  წლიდან ვაჟას გავლილი აქვს 40 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში, მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის (GBA), თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ.

2019 წლიდან - დღემდე სასამართლო მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

ვაჟას სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამემკვიდრეო, სამეზობლო, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომით - სამართლებრივი დავები.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - დღემდე არის სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი; 2004 წლიდან - დღემდე - შპს ,,საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“-ს იურისტი;  2004 წლიდან - დღემდე - შპს ,,მზე“-ს - იურისტი; 2001 წლიდან – დღემდე სამოქალაქო  სპეციალიზიით  მუშაობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში; 1996-2004 წწ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ქიმიის ფაკულტეტების მოწვეული ლექტორი; 1995-1997 წწ - სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; 1985-1987 წწ - თბილისის პირველი სახელმწიფო სანოტარო ბიუროს უფროსი;  1981-2003 წწ - იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის ექსპერტი კრიმინალისტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე, დირექტორი;  1977-1981 წწ - იუსტიციის სამინისტროს კადრების განყოფილების რევიზორი, გამყოფილების უფროსის მოადგილე, სამართლებრივი მუშაობის განყოფილების უფროსი კონსულტანტი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.


უკან