ENG

მედიატორი

ხატია ჩოგოვაძე

მედიატორი
სიითი N0160
სასამართლო მედიატორი
ხატია ჩოგოვაძე - მედიატორი 2023 წლიდან. 
 
ამჟამად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

2013 წელს, ხატიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის ამავე უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრი.

2013-2022 წლამდე იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის იურისტი. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას კერძო კომპანიებისთვის.

ხატია, წიგნის -„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა ეთიკის კომისიის რეკომენდირებული მოსაზრებები“ ავტორია (წიგნი მომზადდა 2021 წელს ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით). ხატია აგრეთვე, სამართლებრივ აქტუალურ  საკითხებზე, რამდენიმე სტატიის თუ პუბლიკაციის ავტორია , მათ შორისაა მონოგრაფია“ „ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების თავისებურებანი საქართველოს კანონმდებლობაში“.

მას გავლილი აქვს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული მედიაციის (70 საათიანი) სასერტიფიკატო პროგრამა (ADR).
ხატია სწავლობდა საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამით AISEC  პოლონეთში (University of Lodz) და Harvard Spark Program-ის საზაფხულო სკოლაში.

ხატია იყო რამდენიმე საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიორო კონფერენციის მომხსენებელი, მას სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს პროფესიული და საკვალიფიკაციო კურსები. სწავლობდა სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის, NCADR-ისა და USAID-ის მიერ ორგანიზებული ინგლისურენოვანი მედიაციის საზაფხულო სკოლაში და მონაწილეობდა მედიაციის საერთაშორისო პირველი ეროვნული კონკურსში.
 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
უკან