ხათუნა ბესელია - მედიატორი 2021 წლიდან
ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, დაამთავრა თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომოკური ინსტიტუტი. პროფესიით-იურისტი. 2021 წელს წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.2020 წელს (15.06.-18.07 ) წარმატებით გაიარა მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სასერტიფიკატო ექსპრეს კურსები: ,,ემოციური ინტელექტი და სტრესის მართვა“ და ,,ფსიქოსოციალური კრიზისების მართვა“. 2019 წლის თებერვლის თვეში გაიარა თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული მედიაციის 40-სთ სასერტიფიკატო კურსი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2012 წლიდან 2021 წლამდე - სპს ,,ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანიის“ დირექტორი, 2013 წლიდან 2019 წლამდე- შპს ,,იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის“ დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2000 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპს ,,ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანია“-ში იურისტად. ამავე წლებში იყო კომპანიის სასწავლო ცენტრის დირექტორი, სადაც ტარდებოდა პროფესიული სასერტიფიკატო კურსები და ტრენინგები, ასევე ხელმძღვანელობდა საოჯახო და სამართლებრივი დავების განხილვისსაკონსულტაციო განყოფილებას.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული