ENG

მედიატორი

ხვარამზე ცერცვაძე

მედიატორი
სიითი N0242
სასამართლო მედიატორი
ხვარამზე ცერცვაძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად შპს „VBAT-ის“ ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, შპს „მეტროპოლ მენეჯმენტის“ იურისტი.

ხვარამზემ 2023 წელს წარმატებით გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგი და  სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

ხვარამზეს 2008 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2005 წელს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია.

ხვარამზე 2005 -2021 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დასაქმებული იყო სპეციალისტის, მოსამართლის რეფერენტის, მოსამართლის თანაშემწის, მოსამართლის მწერალი თანაშემწისა და მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწის პოზიციებზე.

ხვარამზეს პროფესიული წვრთნისთვის გავლილი აქვს ათობით ტრენინგი ადამიანი უფლებების,  საგადასახადო და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის, აღდგენითი მართლმსაჯულების, პრაქტიკული ფსიქოლოგიის, პროცესის მხარეებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების და სხვა იურიდიული პროფესიის დარგობრივი და სხვა ტრანსფერული უნარების საკითხებზე.
 
ხვარამზემ 2021 წლის ივლისში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2007 წელს გაიარა მოსამართლისთანაშემწის 3 თვიანიკომპლექსურისასწავლოკურსი და წარმატებით ჩააბარა სასწავლოპროგრამითგათვალისწინებულიტესტურიგამოცდა.
 
2004 წლიდან არის არაერთი კონფერენციის მონაწილე და 2004 წელს „სტუდენტურიდღეები 2004-ის“რესპუბლიკურსამეცნიეროკონფერენციაში - I ადგილის დაკავებისთვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო და სიგელი.
 
სამუშაო ენა - ქართული
უკან