ENG

მედიატორი

ხვიჩა თავაძე

მედიატორი
სიითი N0270
სასამართლო მედიატორი
ხვიჩა თავაძე - მედიატორი 2024 წლიდან.

ამჟამად სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციოალიზაციით, ბავშვის უფლებებში (სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალი) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლის სამართალი) სპეციალიზებული ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი.

ხვიჩა პროფესიით იურისტია. იგი ფლობს ეკონომიკის მართვის სამართლის და ჰუმანიტარილული ინტიტუტის დიპლომს, სამართალმცოდნეობით სპეციალიზაციით.

გავლილი აქვს და ფლობს სერთიფიკატებს: ევროკავშირი საქართველოსათვის, მედიატორთა ასოციაცია UNDP, 60 საათიანი კურსი ,,მედიატორთა ტრენინგი“ 08/03/2021. სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, ,,მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების“, კურსი 2022 წლის სექტემბერი. სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიატორთა სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა, 2023 წლის მარტი. USAID, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ,,ეფექტური სამართალწარმოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე“ 12/11/2019. ევროკავშირი საქართველოსათვის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, UNDP, 2018, ,,სააღსრულებო წარმოების აქტუალური საკითხები.” ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში/LORLAG 2008- სემინარი თემაზე: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მუხლები 5 და 6; არასრულწოვანთა მართლმსაჯულება - ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები; უწყვეტი არსებითი განხილვა - ეფექტური სასამართლო სისტემის მექანიზმი.“

რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას ხვიჩა 2005 წლიდან არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2007 წლიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, ქუთაისის იურიოდიული დახმარების ბიუროში ადვოკატად.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
უკან