ENG

სიახლეები

მედიატორთა ტრენინგი

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ტრენინგზე "მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა". მონაწილეების შერჩევა მოხდება ზუგდიდში, ბოლნისში, ახალციხესა და კახეთის რეგიონში. მედიატორების დატრენინგება მიზნად ისახავს რეგიონებში მედიატორის პროფესიის დამკვიდრებასა და სამომავლოდ, სასამართლო მედიაციის განვითარების ხელშეწყობას

საკონსულტაციო შეხვედრა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებმა: ხათუნა (ლია) სანიკიძემ, ლელა ხუნდაძემ და ეკატერინე ჯაველიძემ საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთან ნინა ქიტოშვილთან

პირველი ერთობლივი ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მედიაციის თემაზე პირველი ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია

28 იანვარს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL), „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია

ონლაინ დისკუსია თემაზე - ადვოკატის როლი მედიაციაში / საერთშორისო გამოცდილება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით გრძელდება ონლაინ დისკუსიები, რომელიც დაკავშირებულია მედიატორთა პროფესიისა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან

მემორანდუმი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საერთაშორისო კონფერენცია - „ვასწორებთ საათს მედიაციის სტანდარტით“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ვასწორებთ საათს მედიაციის სტანდარტით“, რომელშიც უცხოელ კოლეგებს გააცნო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარების მდგომარეობა და პანდემიის ფონზე მედიაციის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების ქართული გამოცდილება

ონლაინ კონფერენცია თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL), „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ორგანიზებით, 2021 წლის 28 იანვარს, 15:30 საათზე (თბილისის დროით), გაიმართება ონლაინ კონფერენცია თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამუშაო შეხვედრა საფრანგეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ დიეგო კოლასთან

მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა მედიაციის შესახებ (როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის საქართველოში), გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, საფრანგეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ დიეგო კოლასთან

2020 წლის საინფორმაციო ბიულეტენი

იხილეთ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2020 წლის შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ კიდევ ერთი კორპორაციული შეთავაზება.

საქართველოში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ მეტად აქტუალური გახადა ონლაინ მაღაზიები