GEO

საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, შეხვედრების ციკლს აგრძელებს

ამჯერად შეხვერდა ქუთაისში გაიმართა, რომელსაც ამ რეგიონში მოქმედი ადვოკატები ესწრებოდნენ.
პროექტი , USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, სოფო ტყემალაძემ გახსნეს.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატებს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა , რომ ადვოკატები მედიაციაში უნდა იყვნენ ეფექტური წარმომადგენლები და სწორად მიიტანონ ინფორმაცია კლიენტამდე.
შეხვედრა საინტერესო დისკუსიის და კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება, რადგან შესაძლებელი იყოს მედიაციის შესახებ ადვოკატთა ფართო წრის სწორი და საფუძვლიანი ინფორმირებულობა.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერევანში რიგით მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი 2015 წლიდან იმართება და ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორული, ეფექტური და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას