ENG

სამუშაო შეხვედრა მედიატორთა სერტიფიცირების პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმების ეტაპში მონაწილე შემფასებლებთან

22-23 სექტემბერს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ  განხორციელდა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით  მედიატორთა სერტიფიცირების პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმების ეტაპში მონაწილე შემფასებლებთან  სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრა გახსნეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ს პროექტის მენეჯერმა ლიანა ქარცივაძემ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები, შემფასებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეფასების პროცესთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები ,დისკუსიის შედეგად დაისახა სამომავლო მიზნები და საჭიროებები. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები პირველი ნაკადის გამოცდილებაზე დაყრდნობით და აქცენტები გააკეთეს იმ ფუნდამენტურ საკითხებზე რაც მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა