აიჰან გასანოვი - მედიატორი 2024 წლიდან
ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი/ადვოკატი. არასამთავრობო ორგანიზაცია "პლატფორმა სალამის“ გამგეობის წევრი და „იორმუღანლოს სათემო ცენტრის“ თანადამფუძნებელი.
ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი/ადვოკატი. არასამთავრობო ორგანიზაცია "პლატფორმა სალამის“ გამგეობის წევრი და „იორმუღანლოს სათემო ცენტრის“ თანადამფუძნებელი.
პროფესიით იურისტი, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და სწავლას აგრძელებს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო სამართლის და პოლიტიკის“ სამაგისტრო პროგრამაზე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით, „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ სერტიფიცირებული ტრენერი. აიჰანს აქვს 200-მდე ტრენინგის ჩატარების გამოცდილება, სხვადასხვა საკითხზე/მიმართულებით.

აიჰან გასანოვი, ამავდროულად არის სამოქალაქო აქტივისტი და ჩართულია ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი და სისტემური პრობლემების ადვოკატირებაში, 2018 წლიდან.
2019 წლიდან მუშაობს არასამთავროვო სექტორში. სხვადასხვა დროს იყო/არის არაერთი პროექტის კოორდინატორი, თანაკოორდინატორი, ასისტენტი. 2020-2023 წლებში იყო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს (PMMG)“ რეგიონული იურისტი „სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებში (SEREC)“. 2018 წლიდან ჩართულია საარჩევნო პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებში იყო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს (PMMG)“ გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგ კურსში, პროექტში, პლატფორმასა და სასწავლო კურსში. გავლილი აქვს არაერთი ტრენერთა ტრენინგები (ნატოს, ევროკავშირის, ადვოკატირებისა და არაძალადობრივი კამპანიების, ლიდერული უნარ-ჩვევების) სხვადასხვა მიმართულებით. გავლილი აქვს იუსტიციის სასწავლი ცენტრის ტრენერთა ტრენინგი. ასევე გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი არჩევნების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
სამუშაო ენები: ქართული, აზერბაიჯანული, თურქული.