ENG

მედიატორი

ანა (ანუკა) კალმახელიძე

მედიატორი
სიითი N0192
სასამართლო მედიატორი
ანა (ანუკა) კალმახელიძე - მედიატორი 2023 წლიდან
 
ამჟამად გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, სს „თიბისი ბანკის“ ცენტრალური საკრედიტო ადმინისტრაციის დივიზიის ლიდი.

პროფესიით იურისტი, ფსიქოთერაპევტი. ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დიპლომს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დიპლომს.

ანუკა არის ევროპული (EAGT) აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, 2020 წლიდან ეწევა პრაქტიკას; შპს „მოძრაობის სახლის“ (Home for Action) თანადამფუძნებელი და დირექტორი, რომლის ფარგლებში ანუკა ატარებს როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ და წყვილების ფსიქოთერაპიულ სესიებს. 2022 წლიდან ანუკა არის საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ანუკა 2004 წლიდან იურიდიულ პრაქტიკას ეწევა სხვა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში (სს „გაერთიანებული ქართული ბანკი“, სს „ვითიბი ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“).

ანუკას გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 70 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.
 
 
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
უკან