ENG

მედიატორი

ანა ჩაფიძე

მედიატორი
სიითი N0067
სასამართლო მედიატორი
ანა ჩაფიძე - მედიატორი 2022 წლიდან

2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. სპეციალიზაცია- საერთო. დამატებითი სპეციალიზაცია: არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები.
პროფესია: 2005 წელს დაამთავრა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი-მიღებული აქვს იურისტის დიპლომი, მაგისტრის ხარისხი.

2019 წლიდან გავლილი აქვს  მედიაციის სასერტიფიკაციო პროგრამა  (40 საათიანი კურსი) და გაეროს განვითრების ფონდის და ევრო კავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული მედიატორთა ტრენინგ კურსი (56 საათი).

პროფესიული გამოცდილება: 2006 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა დამცველ სხვადასხვა ორგანიზაციებში იურისტად, მათ შორის 2021 წელს სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო   დემოკრატიის საზოგადოებაში (შრომით დავებში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების დაცვა), 2019-2020 წწ.  ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს პროექტის „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“. 2018 -2019 წწ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება(იურისტი, ტრენერი შრომით დავებში),
2017    გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება– მიწვეული ექსპერტი, 2012 -2021 „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი“- დამფუძნებელი/დირექტორი,2019 წელი  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია -მიწვეული ტრენერი თემაზე „თანასწორუფლებიანობის ეფექტიანი დაცვა“, 2016 წ. საქართველოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტი- იურისტი.
2020 წლიდან მუშაობს ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტად იმერეთის რეგიონში.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან