ანა ჯაოშვილი - მედიატორი 2024 წლიდან
პროფესიით იურისტი. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი.
ანამ კარიერა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში სტაჟიორად. ამ პერიოდის განმავლობაში მან შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება, რაც შემდგომში დაეხმარა მას წარმატებით გადასულიყო კერძო სექტორში. 2020 წელს ის შეუერთდა სს „თიბისი ბანკის“ სამართალწარმოების გუნდს. იგი 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, ცოდნის გაღრმავების მიზნით, ანას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში და გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულირება, პროცესუალური დოკუმენტაციის შემუშავების სპეციფიკა და სხვა.
ანას გავლილი აქვს RESOLVE-ის მიერ ორგანიზებული სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 62 საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული და ფრანგული.