ENG

მედიატორი

ანა სამსონია

მედიატორი
სიითი N0122
სასამართლო მედიატორი
ანა სამსონია- მედიატორი 2022 წლიდან.

ამჟამად არის Ecovis Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი, მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი (მოქმედი ადვოკატი), აკრედიტებული ტრენერი საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში, მენტორი ტრენერი სასწავლო ცენტრ პალიტრაში.

ანა სამსონია ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სამართალში. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე. სადოქტორო საფეხურზე სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (ქ. იენა, გერმანია, შემოდგომის სემესტრი, 2020 წ.) და ზაარლანდის უნივერსიტეტში (ქ. ზაარბრუკენი, გერმანია,  გაზაფხულის სემესტრი, 2021 წ.).  მიღებული აქვს  სტიპენდიები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ევროკომისიის „ერასმუს+“ და სხვათაგან. გავლილი აქვს სამოხელეო პრაქტიკა  ავსტრიის ფედერალურ კანცელარიაში (ვენა, ავსტრია). ანა სამსონია იყო   საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ), გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის (BRAK), გერმანიის ადვოკატთა გაერთიანების (DAV)  ორგანიზებული პროექტის მონაწილე, რომლის ფარგლებშიც მას ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა საერთაშორისო კომპანია CMS Hasche Sigle-ს შრომის სამართლის გუნდში (ქ. კიოლნი, გერმანია, 2022 წ.).

სხვადასხვა დროს მუშაობდა შპს „პალიტრა ჰოლდინგში“ (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შპს „სამართლის ჯგუფში“ (დირექტორი და თანადამფუძნებელი), შპს „ნიუსრუმში“ (მთავარი იურისტი), შპს „პალიტრანიუსში“ (მთავარი იურისტი), შპს „რადიო პალიტრაში“ (მთავარი იურისტი), სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში (იურისტი), სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში (საგრანტო პროექტის მენეჯერი).

სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამართალს შემდეგ უნივერსიტეტებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში.

მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია არაერთი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქცია, სასამართლო წარმომადგენლობა თუ კოლექტიური მედიაცია. ძირითადი მიმართულებებია – კორპორაციული სამართალი, შრომის სამართალი,  კოლექტიური მედიაცია, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი.

სამუშაო ენა: ქართული , ინგლისური, გერმანული, რუსული.
უკან