ENG

მედიატორი

დჟივან (ჯივან) მკრტჩიანი

მედიატორი
სიითი N0307
სასამართლო მედიატორი
დჟივან (ჯივან) მკრტჩიანი - მედიატორი 2024 წლიდან
 
ამჟამად კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტაჟიორი; იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი; სერტიფიცირებული თარჯიმანი. პროფესიით იურისტი ფლობს თსუ-ის ბაკალავრის და კერძო სამართლის მიმართულებით მაგისტრატურის აკადემიურ ხარისხებს.

გავლილი აქვს ლიდერობის, კონფლიქტების მართვისა და მედიაციის შესახებ ინტენსიური კურსი სან დიეგოს უნივერსიტეტში, აშშ-ში. 2023 წელს დჟივანს გავლილი აქვს თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი. 2023 წელს წარმატებით დაასრულა ტრენერთა ტრენინგის კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
 
2018 წლიდან დჟივანს აქვს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებებისა და სამართლის მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. 2023 წელს მან წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით. დჟივანს გამოქვეყნებული აქვს შემდეგი სტატიები: „მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები“, „მომხმარებლის უფლებების ცნება და ისტორიული მიმოხილვა“.
 
სამუშაო ენები: სომხური, ქართული, ინგლისური.
უკან