ENG

მედიატორი

ედუარდ ამოევი

მედიატორი
სიითი N0258
სასამართლო მედიატორი
ედუარდ ამოევი- მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად საერთაშორისო კომპანია JTI-ის კავკასიის იურიდიული დირექტორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის დიპლომს, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

ედუარდს აქვს გავლილი ჰარვარდის სამართლის სკოლისა (Harvard Law School) და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი 12 კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამა საავტორო სამართალში (CopyrightX)

ედუარდი სხვადასხვა დროს მუშაობდა იურიდულ ფირმა McGill-ში, სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდა საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ FMCG კომპანიებს, ხოლო 2021-2022 წლებში გახლდათსაქართველოს რაგბის კავშირის სააპელაციო კომისიის წევრი.

2021 წელს ედუარდს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი.

ედუარდის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, შრომითი და სახელშეკრულებო.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური,რუსული.
უკან