ეკატერინე ლორთქიფანიძე - მედიატორი 2024 წლიდან
ამჟამად USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (ADR) სპეციალისტი. პროგრამის ფარგლებში ეკატერინე ჩართულია საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარებისა და მედიაცია/არბიტრაჟის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საქმიანობაში.
პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის დიპლომს, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ანგლისტიკის სპეციალობით.
2023 წელს გაიარა RESOLVE/ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული 62-საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი.
სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
რაც შეეხება პროფესიული საქმიანობას, ეკატერინეს აქვს პროექტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სასამართლო რეფორმის, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმების მიმართულებით. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრად და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიაში პროექტის კოორდინატორად.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, იტალიური და რუსული.
ეკატერინე ლორთქიფანიძე
მედიატორი
სიითი N0294
სასამართლო მედიატორი