ფიქრია ზირაქაშვილი - მედიატორი 2025 წლიდან
2019 წლიდან ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (სპეციალიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, სიითი # - 4494) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის - „სიფა“წევრი.2021 წლიდან არის იურიდიული კომპანია Professional Legal Services-ის უფროსი იურისტი. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საარბიტრაჟო სასამართლოში წარმომადგენლობას, ასევე სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მოლაპარაკებების წარმოება და სამედიაციო პროცესში შესაბამისი მხარდაჭერას.

დამთავრებული აქვს იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი (იურიდიული მეცნიერებების ბაკალავრი, გათანაბრებული სამაგისტრო ხარისხთან, თბილისი, საქართველო, 2001 წ;) გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (ჯამურად 120სთ) და ასევე პროფესიული მიმართულებით მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციასა და სასწავლო სემინარებში. არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი.
2002 წლიდან ფიქრია მუშაობდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ - 2005 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე.
2008-2012 წლებში მუშაობა გააგრძელა შპს „თბილისის წყალში“, ხოლო შემდეგ იურიდიულ კომპანია ჭელიძე და პარტნიორებში უფროსი იურისტის პოზიციაზე. აქ მუშაობის პერიოდში სასამართლოში წარმომადგენლობასთან ერთად, ფიქრიას ფუნქციებს წარმოადგენდა სხვადასხვა კორპორატიულ კლიენტებთან - საბანკო დაწესებულებებთან, ტურისტულ ორგანიზაციებსა და სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეკრულებების მომზადება, შრომითი ურთიერთობების რეგულირება და სხვ.
2012 წლიდან 2019 წლამდე ფიქრია მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის 2017-2019 წლებში იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობის განმავლობაში ჩართული იყო ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაში, დისციპლინურ წარმოებებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და საერთო სასამართლოებთან ურთიერთობაში.
2005 წლიდან ფიქრია ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ამჟამად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
სამუშაო ენები:
სამუშაო ენები: ქართული,რუსული, ინგლისური