გელა ტყეშელაშვილი - მედიატორი 2019 წლიდან.
ამჟამად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით.
პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომს; ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართალის მიმართულებით.
2019 წელს გელას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU)მიერ.
2019 წლიდან - დღემდე გელა არის მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითი, სანივთო, ვალდებულებით სამართლებრივ დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2006-2008 იყო ჰუმანიტარული კოლეჯის სამართლის ლექტორი და მიმართულების ხელმძღვანელი;
2001 წლიდან დღემდე არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციაში;
2000-2008 წლებში იყო საჯარო სკოლის სამართლის პედაგოგი.
2000-2003 წლებში კი თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტში მიწვეული ლექტორი (სისხლის სამართალი, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია).
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.