ENG

მედიატორი

გულო ბიბილაშვილი

მედიატორი
სიითი N0193
სასამართლო მედიატორი
გულო ბიბილაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან

პროფესიით იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2005 წლიდან, ეწევა საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით, სერთიფიცირებულია არასრულწლოვანთა მართმსაჯულების სფეროში. ფლობს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს (1992-1997 წლებში).

გავლილი აქვს სასერთიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (UCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და თბილისი ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. ამასთან, გაიარა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერთიფიცირების წესით გათვალსიწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა

გულო არის საქართველოში „ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პროექტ „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის მიხედვით“ - კონვენციიდან წარმოშობილი დავებში გადამზადებული ადვოკატი/იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (როგორც კონვენციის განსაზღვრულ ცენტრალურ ორგანოსთან საქართველოში), არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, გულო გახლდათ: 1987-1995 ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელი,1995-1998  ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა ინსპექტორი,1998-1999 თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა ინსპექტორი, 1999-2000 თბილისის საბურთალოს რაიონის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი, 2000-2005- თბილისის საოლქო სასამართლოს განზოგადების განყოფილების კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე, 2005 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაციით), 2009-2010 წ. იურიდიული დახმარების სამსახურის რეესტრის ადვოკატი.

სამუშაო ენა: ქართული
უკან