ENG

მედიატორი

ირინა ბათიაშვილი

მედიატორი
სიითი N0156
სასამართლო მედიატორი
ირინა ბათიაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან.
 

სამართლის დოქტორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი; სასამართლო მედიატორი; შპს „თბილისი ენერჯის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტი გენდერულ საკითხებში; საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი;  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „სამართალი და მსოფლიო“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ECHR სასამართლო პრაქტიკა); ფრაუნჰოფერის სისტემებისა და ინოვაციების კვლევითი ინსტიტუტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის წარმომადგენელი და მხარე. 2024 წელს ასაკოვანთა უფლებების პრობლემატიკის მკვლევარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში; 2023 წელს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში მოწვეული სპეციალისტი; ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი; ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.

ირინა ბათიაშვილის სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება სხვადასხვა საერთაშორისო-რეფერირებად ჟურნალებში. 2017 წლიდან გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე   კონსტიტუციურ სამართალში და ადამიანის ძირითადი უფლებებში  ლექტორი. 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის წევრი.

 რაც შეეხება პროფესიულ მიღწევებს: ირინა ბათიაშვილი გახლავთ ავტორი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს 2023 წლის ანგარიშის: ოჯახში დასაქმებულთა/არაფორმალური ეკონომიკის აქტორთა დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის ანალიზი არაფორმალური ეკონომიკის ფორმალიზების მიზნით. ირინა ბათიაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი და ექსპერტი გენდერულ საკითხებში მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს გრანტის ფარგლებში (2025).

აღსანიშნავია ნაშრომები -„მედიაცია, როგორც „არიადნეს ძაფი“ და ინტერესთა დაახლოების ხელოვნება“ (დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, 13 (2), 2024); „მედიაცია - ხშირად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა!“ (სამართალი და მსოფლიო, 10(30), გვ.184–192, 2024); „International mediation – the often missed opportunity“ (World Factoring Yearbook (WFY) 2024 Edition, BCR Publishing); „მოსახლეობის დაბერების შესახებ პოლიტიკის აქტუალობა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო რეფერირებადი ორენოვანი პერიოდული გამოცემა ,,სამართლის ჟურნალი", N2 (5), 2023 წელი); „ასაკოვან ქალთა უფლებების ზოგადი მიმოხილვა“ (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო რეფერირებადი N2 (5) ჟურნალი „იუსტიცია“, 2023 წელი);  "საქართველოში გენდერული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა (ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზის მიმოხილვის მიხედვით)" (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში, V3, I. 2, 2023 წელი); „მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლები და ხელოვნური (იძულებითი) კვების მიზანშეწონილობა“ (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო რეფერირებადი N3 ჟურნალი „იუსტიცია“, 2022 წელი); „მედიაციის  პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში“ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ჟურნალი „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული“, 2022 წელი); „ქონებრივი დავების გადაწყვეტისას კონფიდენციალობის დაცვის ფარგლები მედიაციაში: რეალობა და გამოწვევები“ (საერთაშორისოსამეცნიერორეფერირებადიჟურნალი N21 „სამართალიდამსოფლიო “, 2022 წელი); მისი სადისერტაციო ნაშრომი „ასაკოვანი ქალების დასაქმების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში“ არის ამ მიმართულებით პირველი მონოგრაფია საქართველოში.

მიღებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსის: „ქალთა საერთაშორისო  ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ სერტიფიკატი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი - საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის „კამათის ხელოვნება“ მენტორობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის; დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისგან მადლობის სიგელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  კამპანიაში უანგარო თანამშრომლობისთვის; ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისადასაერთაშორისოურთიერთობებისფაკულტეტისგან საუკეთესოლექტორის სერტიფიკატი „2020 წლისაღმოჩენა“.

 

2023-2025 წლებში სამეცნიერო ვიზიტებით იმყოფებოდა გერმანიაში კარლსრუეში (Fraunhofer Institute for Systems and Innovation Research). ასევე 2023 წელს - კილში (Christian-Albrechts-University).

2023 წელს ავსტრიაში (ზალცბურგში) იყო მედიაციის საერთაშორისო სიმპოზიუმის მომხსენებელი (Center of International Legal Studies).

2022 წელს გახლდათ სპიკერიმედიაციისევროპულიკოლოკვიუმისმე-2 გამოშვებაში - the Department of Law (School of Law) of the University of MILAN - BICOCCA.

 


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
 
 
 
 
უკან