ENG

მედიატორი

იზა ბერიშვილი

მედიატორი
სიითი N0073
სასამართლო მედიატორი
იზა ბერიშვილი - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი,იურიდიული კომპანია „ბისი და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, საქართველოს ფინანსთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ტრენერი.

პროფესიით იურისტი, ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს; ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბაკალავრის ხარისხი.

2019 წლიდან გავლილი აქვს 40 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით.

იზას  სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, ინდივიდუალური/კოლექტიური შრომით სამართლებრივი და საბანკო დავები.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2009 წლიდან დღემდე,დააგროვა როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სექტორში სამუშაო გამოცდილება. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორის პოზიციას. იზა არის იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი. 2019 წელს გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმო) აკადემიის  კურსი - DL-101; 2021 წლიდან დღემდე  არის საქართველოს ფინანსთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ტრენერი. 2016-2018 წლებში მოღვაწეობდა როგორც სხვადასხვა კერძო კომპანიის იურისტი.    2018 წლიდან - დღემდე არის საერთო სპეციალიზაციის პრაქტიკოსი ადვოკატი. 2021 წლიდან დღემდე ასევე გახლავთ იურიდიული კომპანია „ბისი და პარტნიორები“-ის  მმართველი პარტნიორი.

სამუშაო ენა: ქართული.
უკან