ENG

მედიატორი

ლალი ჩოდრიშვილი

მედიატორი
სიითი N0109
სასამართლო მედიატორი
ლალი ჩოდრიშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

პროფესიით იურისტი, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ლალის გავლილი აქვს მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. ასევე ტრენინგები ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სისხლის, საერთაშორისო სამართლის სფეროში. 

ლალის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო,სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 1994 წლიდან დღემდე არის ადვოკატი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ასევე პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვს დამატებითი სპეციალიზაცია:არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო); არის მენტორი ადვოკატი.

ლალი სხვადასხვა დროს იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის  ბაღების გაერთიანების,  თელავის რაიონული საავადმყოდოს ,  თელავის ისტორიული მუზეუმის, შპს. „თელავური“ს, შპს. „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ს  იურისტი. ამჟამად  თელავის ბავშვთა საავადმყოფოს და თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის იურისტი.

სამუშაო ენა : ქართული,რუსული.
უკან