ლიანა ჩარკვიანი - მედიატორი 2022 წლიდან
ამჟამად არის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიატორი, მედიაციის ცენტრის მედიატორი.
წარჩინებით დაამთავრა ა.ს.პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურა, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სპეციალობით, ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებების სპეციალობის ფაკულტეტის დოქტორანტი. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ლიანას სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო, სამეზობლო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

ლიანას გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი, მედიაციის ცენტრისა და „სამართლებრივი ინტერვენციის ასოციაციის“ (პოლონეთი) ტრენინგის კურსი ტრენერებისთვის სასკოლო/თანატოლთა მედიაციის თემაზე და მედიაციის ცენტრისა და Partners Poland-ის საბაზისო, 40-საათიანი კურსი მედიაციაში.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2012 - 2020წლებში საჯარო სკოლის დირექტორებისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენერ-კონსულტანტი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში, 2010 - 2019წლებში სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრში, 2005-2010 წლებში ბავშვთა დაცვის ოფიცერი ფედერაციაში “გადავარჩინოთ ბავშვები”, 1996-2005 წლებში ქვემო ქართლის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის მოადგილე.ლიანა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელთა ეგიდით განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. ის აგრეთვე სერტიფიცირებული ტრენერი და სერტიფიცირებული მასწავლებელია.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.