ამჟამად თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სწავლებისა და განვითარების განყოფილების უფროსი ტრენერი; თბილისის საქალაქო სასამართლო - მედიატორი.
პროფესიით სოციალური ფსიქოლოგი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიპლომს; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ, ვირჯინიის შტატი) კონფლიქტების ანალიზისა და მოგვარების ინსტიტუტის დიპლომს.
იგი არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2017 წელს მიღებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა ტრენინგის სერტიფიკატი. მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო დავებს.
მას მიღებული აქვს მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება: 1994 -2008 წლებში თბილისის ევროპული სკოლა (ESM - თბილისი) ფსიქოლოგი, ტრენერი; 2008 წლიდან - დღემდე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და 2015 წლიდან თბილისის აგრარული უნივერსიტეტი მოწვეული ლექტორი; 1998 – 2000 წწ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), ფასილიტატორი-ტრენერი; 1998 – 2015 არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები მომავლისათვის“ აღასრულებელი დირექტორის პოზიცაზე მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტებში: 2004-2005 წწ. „ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა მშვიდობის დამყარების პროცესში“, კონსტრუქციული დიალოგი ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის გალის რეგიონში; Directorate General of Political Affairs; Confidence-Building Measures Programme (EU); 2001-2002 წწ. UNIFEM პროექტის ”ქალთა როლი კონფლიქტების მოგვარებაში, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნებაში სამხრეთ კავკასიაში”, ექსპერტი,კოორდინატორი; 1999 – 2000 წწ. პროექტი “კონფლიქტების მოგვარების ფასილიტატორების მომზადების გაძლიერებული ტრენინგი ტრენერებისათვის“, IREX Board support edit, witht hefunds provided by the Bureau of Education alandcultural Affairsof U.S. Departmentof State, ტრენერი; 1999 წ. ა/ო - UN-International Secretariat for Water (ISW) პროექტი ცენტრალურ აზიაში (ყირგიზეთი, უზბეკეთი): ”ქალთა მონაწილეობა კონფლიქტების მოგვარებაში და წყლის რესურსების მართვაში”, ტრენერი-ექსპერტი;
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.