თეონა კვირკაშვილი - მედიატორი 2025 წლიდან
პროფესიით იურისტი, მაგისტრანტი კერძო სამართლის მიმართულებით. ამჟამად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი.
2015 წლიდან მუშაობს იუსტიციის სისტემაში, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. მათ შორის, იყო იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 22 აგვისტოს №1124 ბრძანების საფუძველზე შექმნილი პირისადმი სარეგისტრაციო დოკუმენტების კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის წევრი.

2023 წელს თეონას გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგი.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ამასთან, გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (TOT) კემბრიჯის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მიშკოლჩის უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის ფაკულტეტის და კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი სასერთიფიკატო კურსი „დასაქმებულთა დაცვა ევროკავშირში“, სტრესის მართვის, ბავშვთა უფლებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მედია-სპიკერის უნარების თემაზე ტრენინგები.
მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია: საჯარო მმართველობა; სააღსრულებო სამართალი; საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობითი სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.
სამუშაო ენები: ქართული; ინგლისური; რუსული