ENG

მედიატორი

მარეხ დევიძე

მედიატორი
სიითი N0275
სასამართლო მედიატორი
მარეხ დევიძე - მედიატორი 2024 წლიდან

ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე; ამავე ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი (2012 წლიდან - სხვადასხვა სასწავლო კურსებზე, მათ შორის, მედიის კვლევების და კონფლიქტოლოგიის მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამებზე - „მედია და ფასილიტაცია“; „მედიაცია“, „სოციალური ჯგუფები, ინტერაქცია და კონფლიქტი“; “სოციალური ფსიქოლოგია“) და „კონფლიქტოლოგიის“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი.

პროფესიით ფსიქოლოგი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს (1997 წ.) კონფლიქტოლოგიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად მუშაობს სადისერტაციო თემაზე -„ორგანიზაციული კონფლიქტების პრევენცია ლოკალური და კოსმოპოლიტური ორიენტაციის პიროვნებებთან“.

2000 წლიდან დღემდე გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები, საზაფხულო სკოლა, ვებინარები და „ვორქშოფები“ (მათ შორის იტალიაში, ქ. პიზაში, სანტ-ანას უმაღლეს სკოლაში). მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო და კვლევით პროქტებში (ბოლო პროექტი 2020-2022 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (EUStBA) ევროპული კვლევების ინტერდისციპლინარული საბაკალავრო პროგრამის ჩამოყალიბება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ჟან მონეს პროექტი. ევროპული კვლევების ინსტიტუტი, თსუ. პროექტის მონაწილე).

კონფლიქტების სფეროში გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა პუბლიკაციები. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი.

2023-2024 წწ.-ში წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

მისი ინტერესის სფეროა: კონფლიქტოლოგია (კონფლიქტების ანალიზი და მართვა); მედიაცია; ფსიქოლოგია; ფსიქიატრია.

სამუშაო ენა: ქართული
უკან