ENG

მედიატორი

მარი ლომუაშვილი

მედიატორი
სიითი N0291
სასამართლო მედიატორი
მარი ლომუაშვილი - მედიატორი 2024 წლიდან
 
 
პროფესიით იურისტი. ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლის ბაკალავრის ხარისხს. სწავლას აგრძელებს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. არის კოზმინსკისა და ლოძის უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამების მონაწილე, ევროკავშირის სადაზღვეო და კონკურენციის სამართლის მიმართულებით.

2024 წელს მარიმ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო / ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2023 წლიდან გავლილი აქვს ააიპ ,,რიზოლვ“-ის სასერტიფიკატო პროგრამა მედიაციაში (62 საათი), ორგანიზებული ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ.

სხვადასხვა დროს მარის პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებთან. მათ შორის, პრო ბონო სერვისების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევასთან. 

გარდა იურიდიული გამოცდილებისა, მარიმ განავითარა ლიდერობა და ორგანიზაციული უნარები. პერიოდულად იგი ატარებს ტრენინგებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე. არის არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
უკან