ENG

მედიატორი

მარი ლომუაშვილი

მედიატორი
სიითი N0291
სასამართლო მედიატორი
მარი ლომუაშვილი - მედიატორი 2024 წლიდან
 
პროფესიით იურისტი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, დამატებითი სპეციალიზაციით ბავშვთა უფლებებში; სერტიფიცირებული სასამართლო მედიატორი და სამართლის დოქტორანტი.

2023 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2026 წელს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალის სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. არის კოზმინსკისა და ლოძის უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამების მონაწილე, ევროკავშირის სადაზღვეო და კონკურენციის სამართლის მიმართულებით.

2025 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის სამართლის კომიტეტის წევრი.

2023 წელს გაიარა მედიატორთა სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა, აგრეთვე სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 62 საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა, ორგანიზებული ააიპ „Resolve“-ის მიერ.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: ამჟამად, საქართველოს პარლამენტის აპარატის მოწვეული სპეციალისტი; 2023-2025 წლებში კომპანია Geo Pro Motors-ის მთავარი იურისტი; 2024 წელს საადვოკატო ბიურო M&R Law Company-ში სტაჟიორი იურისტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში; 2023 წელს NVU იურიდიული დახმარების ცენტრის პარალეგალი; 2022 წელს საქართველოს პროკურატურის პრაქტიკანტი, 2020-2021 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და შემდგომში, ამავე უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის სტაჟიორი.

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, მარი არის პროექტ „სამართალი და მმართველობა მოსწავლეებისთვის“ თანადამფუძნებელი და ტრენერი, საჯარო სიტყვით გამოსვლის კონკურსებისა და არაერთი ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული სასამართლო პროცესების მიმართულებით. გავლილი აქვს სპეციალიზებული კურსები, მათ შორის Introduction to the ECHR and the ECtHR, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი; არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორი და მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში.

სამედიაციო საქმეთა კატეგორია: შრომითი, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო და კომერციული დავები.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, გერმანული.
უკან